GE

ევროკავშირის მხარდაჭერით, BTU Digital Learning Hub-ს ქმნის

ევროკავშირის დაფინანსებითა და BTU-ს მონაწილეობით, პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი, 3-წლიანი პროექტი ,,VET-Caucasus – Strengthening VET systems in Armenia and Georgia for skills and workforce development’’ დაიწყო.

VET Caucasus პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში პროფესიული განათლების სისტემების ხარისხისა და შრომის ბაზართან შესაბამისობის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება პროფესიული განათლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება, შეიქმნება Digital Learning Hub ღია წვდომის საგანმანათლებლო რესურსებისთვის, განხორციელდება საპილოტე პროგრამები თანამედროვე, კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების მოდელების ინტეგრაციისთვის და შემუშავდება მდგრადობისა და პოლიტიკის რეკომენდაციები ეროვნულ სტრატეგიებში საუკეთესო პრაქტიკის ასახვის მიზნით. ამასთან, პროექტის განმავლობაში დაგეგმილია მასშტაბური საინფორმაციო ღონისძიებები სომხეთსა და საქართველოში, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობასა და პროექტის გრძელვადიან გავლენას.

პროექტის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მმართველობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და შრომის ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებით. პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის საკნონმდებლო ჩარჩოებისა და ინსტრუმენტების (EQF, ESCO, EQAVET, EntreComp, Europass) დანერგვას სასწავლო პროგრამების განვითარებისა და უნარების აღიარების მიზნით.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური