GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ბუდაპეშტში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 51-ე კონგრესში მონაწილეობდნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ADEE (Association for Dental Education in Europe) 51-ე კონგრესზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

უნივერსიტეტის მიერ 29 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა ზურმუხტაშვილმა და დეკანის მოადგილემ ნანა ციცქიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სტომატოლოგიური ფაკულტეტების ხელმძღვანელების ფორუმში FEHDD (Forum of European Heads and Deans of Dental Schools), რომელზეც სტომატოლოგიური სწავლების ეფექტური ადმინისტრირებისთვის აუცილებელი უნარების და წარმატებული შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი ნაბიჯები განისაზღვრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ADEE 51-ე კონგრესზე „ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს – პროგრამის მოდიფიცირების და ციფრული პლატფორმების სწავლის პროცესში გამოყენების სექციებში. სოფიო სამხარაძის მოხსენება ეხებოდა უნივერსიტეტის მედიცინისა ფაკულტეტის სტუდენტების ცნობადობის შეფასებას პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ზოგადი ჯანმრთელობის ჭრილში. მარიკა ზურმუხტაშვილის კვლევაში კი განხილული იყო სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ სწავლის პროცესში, სხვადასხვა ციფრული პლატფორმების გამოყენების ინტენსივობა, შეფასება და ანალიზი.

კონგრესის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც სხვადასხვა კომპანიებმა თანამედროვე სტომატოლოგიური განათლებისათვის აუცილებელი აპარატურა, სიმულატორები და კომპიუტერული პროგრამები წარადგინეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური