„ევროპის უნივერსიტეტის“ 10 სტუდენტი ერაზმუს+ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდა
11-15 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ 10 სტუდენტი, სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, „კორეს უნივერსიტეტში“ (იტალია) ერაზმუს+ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 27 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა შემთხვევის განხილვაში, გუნდურ აქტივობებსა და ინტერაქტიულ სასწავლო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, როგორც პროფესიული, ასევე გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები განევითარებინათ.
შერეული ინტენსიური კურსი სტუდენტებისთვის მრავალფეროვან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე იყო ორიენტირებული.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კიბერუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე დაფუძნებულ სიმულაციურ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების როლში განიხილავდნენ კიბერკრიზისებთან დაკავშირებულ სცენარებს და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ.
სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა „კორეს უნივერსიტეტის“ საინჟინრო და არქიტექტურის დეპარტამენტის წამყვან კვლევით ცენტრებში – LEDA-სა და MARTA-ში ვიზიტი.
ცენტრებში სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა, ფრენის სიმულატორები, სეისმური ტესტირების ლაბორატორიები და სპეციალური საინჟინრო კონსტრუქციები, რომლებიც სხვადასხვა კვლევითი და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებაზე და მათ ჩართულობაზე ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების განვითარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი