„ევროპის უნივერსიტეტის“ ახალ სასწავლო კამპუსში ბიბლიოთეკა გაიხსნა
6 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ახალ სასწავლო კამპუსში ბიბლიოთეკა ოფიციალურად გაიხსნა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი ბიბლიოთეკა აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურით და ციფრული რესურსებით, რაც სტუდენტებისთვის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს ქმნის.
საბიბლიოთეკო სივრცეში განთავსებულია სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე სამუშაო კაბინეტები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, ყუდრო გარემოში იმუშაონ.
ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე და უნივერსიტეტის სხვა ადმინისტრაციული პერსონალი.
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი