GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართეს

15 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, პირველი კურსის სტუდენტებთან, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ილია ბოცვაძემ პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

შეხვედრა შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ სტუდენტების ინფორმირებას ემსახურებოდა.

განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • აკადემიური კალენდარი
  • სალექციო პროცესი
  • სტუდენტთა შეფასება
  • კრედიტების აღიარება
  • საგამოცდო პროცესი
  • გასაჩივრების პროცედურები
  • სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
  • სოციალური აქტივობები და პროექტები

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი, რომელმაც სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური