„ევროპის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ჩეხეთში კონფერენციას „AMSE 2025“ დაესწრო
16-18 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა, თინათინ გოგნაძემ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „AMSE 2025“-ის თემატიკა „ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გაღრმავება“ იყო.
კონფერენცია ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართა და ევროპაში მედიცინის სწავლების ტენდენციებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ინოვაციური პარტნიორობის მოდელები, საუკეთესო პრაქტიკები და სამედიცინო ინსტიტუტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების გამოწვევები.
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა კონფერენციაზე წარადგინეს სამი აბსტრაქტი, ასევე შეხვდნენ კოლეგებს სხვადასხვა ევროპული სამედიცინო ინსტიტუტებიდან და საშუალება ჰქონდათ, აკადემიური თანამშრომლობისა და ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განეხილათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი