„ევროპის უნივერსიტეტის“ ფაკულტეტის პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტი – „უფლებების ლაბორატორია“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტს ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი, ეკა კაველიძე. პროექტის კოორდინატორები არიან დეკანის მოადგილე, თამარ აზარიაშვილი და ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, თამარ დევდარიანი.
პროექტის მიზანია, ინოვაციური, მეცნიერებაზე დაფუძნებული და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენებით 13 – დან 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებში ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- თემატური ინტერაქციული სემინარები ბავშვთა უფლებების შესახებ – რეალურ ქეისებზე და დისკუსიებზე დაფუძნებით;
- თანატოლთა მიერ მომზადებული შინაარსის შექმნა (ვიდეოები, პოდკასტები, პოსტერები);
- დებატები და „უფლებების კვირეულები“ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების სკოლებში;
- შექმნილი მასალების ონლაინ გავრცელება და საჯარო წარდგენა;
- საგანმანათლებლო-საკონფერენციო ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება;
- სამეცნიერო მიდგომებზე დაფუძნებული, მარტივად გასაგები საგანმანათლებლო რესურსების შექმნა.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი