„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
უნივერსიტეტის მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ გახსნა და პირველკურსელებს სტუდენტობის დაწყება მიულოცა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ბაია კუბლაშვილი შეხვდა და სასწავლო პროცესის, პროგრამის სტრუქტურისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პირველკურსელები უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტურ სერვისებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებსაც გაეცნენ.
„ევროპის უნივერსიტეტში“ პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტების სასწავლო გარემოს, შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას ეტაპობრივად ეცნობიან.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ თვითმმართველობამ პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“, ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის (METU) პროფესორის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი