“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს
“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პატარებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს.
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ბავშვების უფასო გამოკვლევებში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებმა, სხვადასხვა დარგის პროფესიონალმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.
გასინჯვების პარალელურად მოზარდებს “ევროპის უნივერსიტეტში” სხვადასხვა ღონისძიებებით უმასპინძლეს. სადღესასწაულო გარემო ანიმატორებმა და ბავშვებისთვის საყვარელმა ანიმაციურმა გმირებმა შექმნეს.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიურ კლინიკა “EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება.
დღის ბოლოს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პირველ სოლო კონცერტს გამართავს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი