„ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი რიგის სამედიცინო კოლეჯს სტუმრობდა
20-24 ოქტომბერს, „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი ხათუნა დონდოლაძე რიგის სამედიცინო კოლეჯს სტუმრობდა.
უნივერსიტეტის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე – „პაციენტები და ემოციები“, რომლის ფარგლებშიც ლექტორმა სტუდენტებს როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა.
ხათუნა დონდოლაძე დეტალურად გაეცნო მასპინძელი სასწავლო დაწესებულების მუშაობის პრინციპებს, პრაქტიკული სამუშაოებისთვის კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას და მიიღო ინფორმაცია ისეთი სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, როგორიცაა სამხედრო მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა და სხვა.
ლექტორი კოლეჯის უცხოელ სტუდენტებს და მობილობის პროგრამის მონაწილეებსაც შეხვდა.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია „ევროპის უნივერსიტეტისა“ და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად, ხელს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ კომენიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩაატარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სიმულაციური შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი