“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პრაქტიკას გადიან
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკურ პრაქტიკას გადიან.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან. გარდა პრაქტიკისა, სტუდენტებს მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორები თეორიულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ.
სტუდენტებთან ერთად პარტნიორ უნივერსიტეტს არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად “ევროპის უნივერსიტეტის” სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე ეწვია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხარჯებს სრულად ფარავს “ევროპის უნივერსიტეტი”.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი