„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი და ვიცე-რექტორი ბულგარეთში „ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტს“ ეწვივნენ
29-30 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, „ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტში“ იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა EURASHE-ს ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის შეხვედრა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები, თანამედროვე ტენდენციები და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.
ვიზიტის პერიოდში, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი