GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს მიღმა ერთმანეთის უკეთ გაცნობის, გუნდური ურთიერთობების გაძლიერებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა იყო.

უნივერსიტეტის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, არაფორმალურ გარემოში გაეცნოთ ერთმანეთი და ახალი ურთიერთობები დაემყარებინათ.

კახეთში დაგეგმილი ტური აერთიანებდა ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებსაც – სტუდენტები ჩაერთნენ ჩურჩხელის ამოვლების და თონეში პურის ცხობის მასტერკლასებში.

ღონისძიებამ პირველკურსელებისთვის შექმნა შესაძლებლობა, სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, არაფორმალურ გარემოში გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, გაემარტივებინათ ადაპტაციის პროცესი და თავი უნივერსიტეტის ერთიანი სტუდენტური საზოგადოების ნაწილად ეგრძნოთ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური