„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები „აიდინის უნივერსიტეტში“ კლინიკურ სტაჟირებას გაივლიან
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები თურქეთში გაემგზავრნენ.
უნივერსიტეტის მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „აიდინის უნივერსიტეტში“ კლინიკურ სტაჟირებას „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაივლიან.
სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიისა და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი