„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები „ერაზმუს+“ პროგრამის ფარგლებში სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ
15-19 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები „სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში“ „ერაზმუს+“ შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა და ემსჯელათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა განსახლების პოლიტიკის სამართლებრივი და სოციალური ასპექტები, გაეანალიზებინათ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და გამოწვევების საპასუხო ინოვაციურ იდეებზე ერთობლივად ემუშავათ.
სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ვორქშოპებში, სადაც გუნდურად იმუშავეს პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე და საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები პრეზენტაციების სახით წარადგინეს.
„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად განაგრძობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ მომავალ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი