“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები იტალიაში “ერასმუს+” შერეულ-ინტენსიურ პროგრამას გაივლიან
“ერასმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
2025 წლის 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით შერჩეული ხუთი სტუდენტი, სრული დაფინანსებით, იტალიაში, ენნა კორეს უნივერსიტეტში გაემგზავრება:
- ნათია ვეფხვაძე (საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა)
- ლუკა მორბედაძე (ბიზნესის და ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა)
- მილანა ზარქუა (საერთაშორისო ურთიერთობები)
- ინდირა ოთხოზორია (სამართლის საბაკალავრო პროგრამა)
- ელენე გვარჯალაძე (სამართლის საბაკალავრო პროგრამა)
შერჩეული სტუდენტები როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ტრენინგებს მდგრადი განვითარების შესახებ გაივლიან, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის შერეული ინტენსიური პროგრამების (Blended Intensive Program) შესაძლებლობების შეთავაზებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას.
მსგავს პროექტებში ჩართულობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.
- სტომატოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში“ ვორქშოპების სერია გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტსა” და “სინტაქსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ევროპის უნივერსიტეტი
- ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამაში AI ტექნოლოგიით აღჭურვილი სასწავლო პლატფორმა Immersify Education დაინერგა by ევროპის უნივერსიტეტი