„ევროპის უნივერსიტეტმა“ ალბერტას კოლეჯის წარმომადგენელს უმასპინძლა
23 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტმა“ ლატვიიდან ალბერტას კოლეჯის წარმომადგენელს, მაქსიმს ჟიგუნოვს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაქსიმს ჟიგუნოვმა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებისთვის თემაზე „Neural Networks Basics“ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის განმავლობაში სპიკერმა სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები და ნეირონული ქსელების საფუძვლები გააცნო. განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა: ალგორითმების სტრუქტურა, მოდელების სწავლება და მათი ოპტიმიზაცია.
ლექცია ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა და დაეხმარა სტუდენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ცოდნა გაეღრმავებინათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი