„ევროპის უნივერსიტეტის“ თვითმმართველობამ პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა
8 და 12 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტურმა თვითმმართველობამ პირველკურსელ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა.
უნივერსიტეტის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრებზე თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს მათი სტრუქტურა, დეპარტამენტები და თითოეულის ფუნქცია-დანიშნულებები გააცნეს.
განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტური თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას დაეთმო, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს ითვალისწინებს.
სტუდენტები ინტერესის შესაბამისად გაწევრიანდნენ დეპარტამენტებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთონ.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციულ დანიშნულებას ატარებს, არამედ ქმნის პლატფორმას სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გასაძლიერებლად, რაც საბოლოოდ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აცხადებენ „ევროპის უნივერსიტეტში.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი