“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი რაულ ქირია „Milky Way Scientific Journal“-ის რედაქციულ საბჭოს (აშშ) შეუერთდა
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი, რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა.
“Milky Way Scientific Journal (MWSJ)“ არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.
რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას “ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს რაულ ქირიას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას!
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი