„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის გამოფენაში მონაწილეობენ
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ, რომელიც 9-12 სექტემბერს, შვედეთის ქალაქ გოტენბურგში იმართება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 11 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოფენაზე „ევროპის უნივერსიტეტს“ ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო პატარაია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე წარადგენენ.
ღონისძიება განათლების სფეროში ინოვაციის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს შორის მდგრადი თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება და მას 100-მდე ქვეყნის 7 000-ზე მეტი საგანმანათლებლო სფეროს პროფესიონალი ესწრება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ აქტიური ჩართულობა ღონისძიებაში ხელს უწყობს არსებული საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებას, საერთაშორისო ქსელის გაფართოებას და სტუდენტებისა და პერსონალისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლავ „QS წამყვანი უნივერსიტეტების“ სარეიტინგო სიაშია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
by ევროპის უნივერსიტეტი