„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ზაგრების უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ზაგრების უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობა, გამოცდილებათა მიმოცვლა სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების კუთხით, კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ და კვლევით აქტივობებში ჩართვა.
თანამშრომლობა გააძლიერებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირს და უახლესი პრაქტიკების მიმოცვლას, რაც ხელს შეუწყობს რელევანტური სასწავლო მიმართულებების განვითარებას ორივე დაწესებულებაში.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი