„ევროპის უნივერსიტეტმა“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემია 2025 დაასრულა
„ევროპის უნივერსიტეტმა“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის ონლაინ პროგრამა „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები” წარმატებით დაასრულა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ევროკავშირის გაფართოება: წარსული გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის“ (EnlargEU – 101127859, 2023-2026) მოდულის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და თათია დოლიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
25-29 აგვისტოს ჩატარებულ ინგლისურენოვან აკადემიაზე რეგისტრაცია საქართველოში მცხოვრებმა 400-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ევროკავშირს მიღმა ქვეყნებიდან უმრავლესობა საქართველოს, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის მოქალაქე იყო.
აქტიური მონაწილეობა დღეების და სესიების მიხედვით განსხვავებული იყო. ღონისძიებას 150 მსმენელი აქტიურ რეჟიმში ესწრებოდა.
ხუთდღიანმა კურსმა მოიცვა ევროკავშირის გაფართოების კომპლექსური ანალიზი სამართლებრივ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ლექტორები იყვნენ:
თათია დოლიძე – ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
თინათინ ახვლედიანი – მკვლევარი, CEPS (ბელგია); მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი (ტირანა, ალბანეთი); ISET TSU-ზე (საქართველო);
სტივენ ბლოკმანსი – მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი (ბელგია); უფროსი მკვლევარი, CEPS (ბელგია); უფროსი მკვლევარი, ICDS (ესტონეთი);
ბიძინა ლებანიძე – იენა-კავკ პროექტის ხელმძღვანელი, კავკასიის კვლევების ინსტიტუტი, იენის უნივერსიტეტი (გერმანია);
თამთა ცხოვრებაძე – ადიუნქტ-პროფესორი და აკადემიური კოორდინატორი, ვებსტერის უნივერსიტეტი (საქართველო);
მეჰმეთ რეჯაი უიუგური – უფროსი მკვლევარი და ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მიმართულებით, SMK გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯი (ლიტვა);
ფრედერიკ ლაბარე – ინსტრუქტორი, კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯი (კანადა); უფროსი მრჩეველი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობის კვლევითი ჯგუფი, ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემია (ავსტრია).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ Q&A სესიებში და გაიარეს შეფასების ტესტები, რამაც ნათლად აჩვენა სწავლების პოზიტიური შედეგები. გაზიარდა მოკლე შეფასების კითხვარი დამატებითი უკუკავშირისთვის და მონაწილეებს ლექციების ჩანაწერები და მასალები გადაეცათ.
დასკვნითი ცერემონია და დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტში სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ინფექციური პათოლოგიების მულტიდისციპლინური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტმა“ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
by ევროპის უნივერსიტეტი