„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ბულგარეთის ტელეკომუნიკაციების და ფოსტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ბულგარეთის ტელეკომუნიკაციების და ფოსტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით ყველა იმ სფეროში, რომელსაც ორივე უნივერსიტეტი მოიცავს.
პარტნიორობა ითვალისწინებს საერთო საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების ორგანიზებას, ასევე სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაცვლით პროგრამებში ჩართვას, რაც ურთიერთობების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი