„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „დოქუზ ეილულის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „დოქუზ ეილულის უნივერსიტეტს“ (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 27 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმი, სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით მიმართულებებში, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
„დოქუზ ეილულის უნივერსიტეტი“ გამოირჩევა ძლიერი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და მრავალპროფილური კლინიკური ბაზით, სადაც როგორც დიაგნოსტიკური, ასევე თერაპიული და ქირურგიული მომსახურება ხორციელდება.
აღნიშნული გარემო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მრავალმხრივი კლინიკური გამოცდილება და ჩაერთონ პრაქტიკულ სასწავლო პროცესში თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული პარტნიორობა უსვამს ხაზს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიზანს, გააძლიეროს საერთაშორისო კავშირები და სტუდენტებს ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება შესთავაზოს.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი