„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტმა“ და ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ევროპის უმაღლესი განათლების ასოციაციის (European Association for International Education – EAIE) ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაფორმდა, რომელიც წელს გოტენბურგში (შვედეთი) გაიმართა.
მემორანდუმს „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ზარგინავამ და ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, ალი ჯენგიზ ქოსეოღლუმ მოაწერეს ხელი.
ილდირიმ ბეიაზიტის სახელობის უნივერსიტეტი მედიცინის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ წამყვან და მოწინავე საგანმანათლებლო ცენტრად სახელდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და საერთო ინიციატივების განვითარებას, რაც ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი