„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ქართულ-ამერიკულ სამართლის აკადემიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ქართულ-ამერიკულ სამართლის აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და „ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის“ თავმჯდომარემ, ტარიელ კაკაბაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ღონისძიების ფარგლებში, ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“ გაიმართა.
ლექციას უძღვებოდა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელმაც აუდიტორიას ამომწურავად გააცნო ადვოკატის პროფესიული ფუნქციები, მისი პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში.
შეხვედრას ფაკულტეტის დეკანი, ეკა კაველიძე ესწრებოდა.
საჯარო ლექციის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების ჩართულობას, ინტერაქციასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ვენაში, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი