“ევროპის უნივერსიტეტსა” და “საქართველოს რობოტიკის ასოციაციას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22 მაისს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტსა“ და „საქართველოს რობოტიკის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს “ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და “საქართველოს რობოტიკის ასოციაციის” დირექტორმა ანი ჩიკვაიძემ მოაწერეს ხელი.
შეხვედრის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ბესიკ ტაბატაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორმა სალომე ხარაიშვილმა “საქართველოს რობოტიკის ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს რობოტიკის ასოციაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტის “რობოტების ბრძოლა – Robo Battle 2025“-ის შესახებ გააცნეს ინფორმაცია, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან დისტანციურად მართვადი რობოტები, სხვადასხვა წონითი კატეგორიისთვის და მიიღონ მონაწილეობა ერთდღიან შეჯიბრებაში.
ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად GRA ასევე აახლებს სტუდენტი ელჩების მიღებას, რაც უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, ჩაერთონ რობოტიკის განვითარებაში და უნივერსიტეტში ახალი ინიციატივები წამოიწყონ.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი