„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობა, გამოცდილებათა მიმოცვლა სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების კუთხით, კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ და კვლევით აქტივობებში ჩართვა.
თანამშრომლობა გააძლიერებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირს და უახლესი პრაქტიკების მიმოცვლას, რაც ორივე დაწესებულებაში რელევანტური სასწავლო მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი