„ევროპის უნივერსიტეტში“ 2026-2032 წლების სტრატეგიისა და 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
17 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ 2026-2032 წლების სტრატეგიისა და 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში შეფასდა 2019-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები, განიხილეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი და სტრატეგიის მეთოდოლოგიაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ასევე მომხსენებლებმა წარადგინეს 2026-2032 წლების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტები, ამოცანები და მათი განხორციელებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.
საჯარო განხილვა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. უნივერსიტეტის ახალ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
„შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება“, – აცხადებენ „ევროპის უნივერსიტეტში“.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლავ „QS წამყვანი უნივერსიტეტების“ სარეიტინგო სიაშია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
by ევროპის უნივერსიტეტი