„ევროპის უნივერსიტეტში“ აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაჯილდოება გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, მედიცინის, სტომატოლოგიისა და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გახსნა და აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
უნივერსიტეტის მიერ 22 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტთა შეფასების შედეგების მიხედვით, აღნიშნული ფაკულტეტების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომლებიც რეიტინგში I, II და III ადგილს იკავებენ, „ევროპის უნივერსიტეტისგან“ მადლობის ნიშნად სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
შეფასების შედეგები ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილდა. თითოეული ფაკულტეტის მაღალი რეიტინგის მქონე პერსონალის შედეგები აუდიტორიას „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძემ გააცნო.
შეხვედრის დასასრულს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტის დეკანმა მარიკა ბოკუჩავამ სამივე ადგილზე დასახელებულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს მადლობა გადაუხადეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი