GE

„ევროპის უნივერსიტეტში“, ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის (METU) პროფესორის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართება

26 და 27 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის (METU) პროფესორი კრისტინა ბოდიში ორდღიან ვორკშოპს გამართავს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კრისტინა ბოდიში ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტის ენის სწავლებისა და მასწავლებელთა განათლების მიმართულების სპეციალისტია. მას საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინგლისური ენისა და დარგობრივი კურსების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

26 ოქტომბერი – ვორკშოპი აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის „კომუნიკაცია საერთაშორისო საკლასო ოთახში“

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საერთაშორისო და მულტილინგვურ სასწავლო გარემოში ეფექტიანი კომუნიკაციის თავისებურებებს, ენობრივი და კულტურული ბარიერების დაძლევის გზებსა და სწავლების იმ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების აკადემიურ წარმატებას.

შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტებთან აქვთ ურთიერთობა და ჩართული არიან მათ სასწავლო პროცესში, აკადემიურ მხარდაჭერასა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

27 ოქტომბერი – საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის – „Robot Ahead“ – ვის ეკუთვნის ინგლისური ენა? (Who Owns English?)

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ინგლისური ენის, როგორც გლობალური საკომუნიკაციო საშუალების, განვითარება, მისი მრავალფეროვანი ფორმები და სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ გარემოში გამოყენების თავისებურებები.

შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ენის კუთვნილების, იდენტობისა და ცვლილების საკითხებზე, ასევე ინგლისური ენის გლობალიზაციის გავლენაზე სხვა ენებსა და კულტურებზე.

ვორკშოპსა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური