„ევროპის უნივერსიტეტში“ ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია, თემაზე – „ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდები“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ დღეს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი, ონკოქირურგი ჯაბა ბაბაევი წაიკითხავს.
აღნიშნული საჯარო ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის აქტუალური სამედიცინო გამოწვევების, მათ შორის ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ინოვაციური და ქირურგიული მეთოდების გაცნობას.
შეხვედრაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები და დისკუსიაში ჩაერთონ.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი