„ევროპის უნივერსიტეტში“ ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის შესახებ საინფორმაციო სესია გაიმართა
2 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის შესახებ საინფორმაციო სესია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სესიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი თინათინ ზაალიშვილი გაუძღვა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ERASMUS KA171 პროგრამის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სწავლა სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში გააგრძელონ.
„ევროპის უნივერსიტეტში“ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამისთვის აპლიკაციების მიღება 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფარგლებში გამოცხადებულია 9 ქვეყნის 11 უნივერსიტეტი, სხვადასხვა მიმართულებით.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას და მათ სამომავლო კარიერაზე დადებითად აისახება.
-
პირველად საქართველოში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ რეპლიკაციას იწყებენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
თბილისის ზოოპარკის ვეტერინარმა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
by ევროპის უნივერსიტეტი