“ევროპის უნივერსიტეტში” “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა
14 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტს” „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული საგრანტო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრის მიმდინარეობისას „ჰორიზონტი ევროპა“-ს ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო შესაძლებლობები, მონაწილეობის პირობები და განაცხადის წარდგენის პროცედურები.
ეკატერინე სანაიამ მონაწილეებს გააცნო ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები; თეონა მაისურაძემ წარადგინა MSCA-ს 2025 წლის კონკურსები დოქტორანტებისთვის, პოსტდოკებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის; ნიკოლოზ ვაჩაძემ განიხილა ჯანმრთელობის კლასტერის მიმართულებით არსებული კონკურსები, ხოლო ნინო როდონაიამ მიმოიხილა გაფართოების ჰორიზონტალური სვეტის (WIDENING) კონკურსები.
შეხვედრას ესწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
“ევროპის უნივერსიტეტი” ამ ტიპის შეხვედრებით ხელს უწყობს უნივერსიტეტის სხვადასხვა ღირებულ აქტივობაში წარმატებულ ჩართულობას.
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები გენერალურ პროკურატურას ესტუმრნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტურ კლუბებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი