GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს რიგით მეორე საზაფხულო აკადემიის დახურვის ღონისძიება გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“, ჰიბრიდულ ფორმატში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე, ჟან მონეს რიგით მეორე საზაფხულო აკადემიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ჟან მონეს აკადემიურმა კოორდინატორმა, დოქტორმა თათია დოლიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, დოქტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ გახსნეს.

ცერემონიის განსაკუთრებულმა სტუმარმა, მედეა ბუგულაშვილმა აუდიტორიას „ერაზმუს+“ ეროვნული ოფისიდან სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა „ერაზმუს+“-ისა და ჟან მონეს აქტივობების მნიშვნელობას საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერაში.

ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა, კოსიენკა დუმანჩიჩმა ისაუბრა ხორვატიის გაწევრიანების გამოცდილებაზე, როგორც ევროკავშირის უახლესი წევრი ქვეყნის მაგალითი.

პროფესორმა, კორნელი კაკაჩიამ განიხილა საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები, რომლებიც უახლესი გაფართოების პაკეტში გამოიკვეთა.

ცერემონიის მთავარი ნაწილი იყო ინოვაციური ერთწინადადებიანი პანელი, რომელშიც დოქტორი თამთა ცხოვრებაძე, დოქტორი თინათინ ახვლედიანი და დოქტორი ბიძინა ლებანიძე მონაწილეობდნენ.

ცერემონიის ბოლოს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებმაც აკადემიის ინტენსიური პროგრამა წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური