„ევროპის უნივერსიტეტში“ ლატვიის ალბერტას კოლეჯის წარმომადგენლებმა საჯარო ლექციები გამართეს
15 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, „ერაზმუს+“ KA171 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ლატვიის ალბერტას კოლეჯის წარმომადგენლებმა საჯარო ლექციები გამართეს.
უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლიგა სილენიეცე უძღვებოდა ლექციას თემაზე: „მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“. ლექტორმა დეტალურად ისაუბრა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკებების დინამიკაზე, რომლებიც მწვანე ტრანზიციის პროცესს უკავშირდება.
პროფესორმა, ილზე კრუმინასამ კი თემაზე: „აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“ ისაუბრა. ლექციის ფარგლებში, პროფესორმა დეტალურად მიმოიხილა ინფლუენსერ მარკეტინგის არსი და მისი გავლენა ბრენდების ცნობადობის ამაღლებაზე თანამედროვე მარკეტინგული გარემოს კონტექსტში. ამასთან, მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე ბიზნეს-ეკოსისტემაში ინფლუენსერ მარკეტინგის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა კრეატიულობა, მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი