„ევროპის უნივერსიტეტში“ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა
11 თებერვალს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
უნივერსიტეტის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.
რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა დამსწრეებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-რექტორმა, სოფიო ხუნდაძემ ისაუბრა SCOPUS-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალების ბაზაში მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების მნიშვნელობაზე.
დარგის განვითარებაზე ზრუნვა და ახალი ცოდნის შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანი საზოგადოებისთვის, რისი ხელშეწყობაც „ევროპის უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი