18 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
18 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ერთობლივი, მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
უნივერსიტეტის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი უნდა წარადგინონ. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერია.
აბსტრაქტის წარდგენა/გაგზავნა შესაძლებელია ინდივიდუალურად, ან გუნდურად (მაქსიმუმ 2 სტუდენტი).
აბსტრაქტების მომზადებაში სტუდენტების კონსულტაციის მიზნით, დაგეგმილია ორი სამუშაო შეხვედრა:
- „როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა“ – 2025 წლის 30 ოქტომბერი
- „როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები“ – 2025 წლის 20 ნოემბერი
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი