“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია “მენტალური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა” გაიმართა
14 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტში“ ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრმა “დაომ” საჯარო ლექცია თემაზე – “მენტალური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა“ გამართა.
ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი “დაოს” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თათია რაზმაძე და ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი ქეთევან კობიაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, სტიგმას და მისი დაძლევის მექანიზმებზე, ახალგაზრდების ასაკობრივ გამოწვევებზე, სტუდენტური ცხოვრების სირთულეებზე, სტრესსა და მასთან გამკლავების გზებზე. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს იმ ნიშნებზე, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს და საჭიროებს ყურადღებას.
ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილი ესწრებოდა.
ლექციის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი