„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესგარემოზე“ გაიმართა
3 ნოემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესგარემოზე“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექცია უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიის – „Back Office“-ის დირექტორმა, გიორგი სამარგულიანმა ჩაატარა. მან თანამედროვე ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის როლზე, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ტენდენციებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რასაც ახალი ტექნოლოგიები სამუშაო გარემოში ქმნიან.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო:
- AI: მითები და რეალობა
- დღევანდელი ცვლილება: როლების ტრანსფორმაცია
- AI არ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ…
- რა უნარ-ჩვევები გვჭირდება დღეს?
ლექციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ანი გაბედავა ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, დასვეს საინტერესო კითხვები და საკუთარი მოსაზრებებიც გააზიარეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 16 სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში კლინიკურ პრაქტიკებს გაივლის
by ევროპის უნივერსიტეტი
-
18 ნოემბერს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ბულგარეთის ტელეკომუნიკაციების და ფოსტის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი