“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური კონფერენცია “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართა
2 მაისს “ევროპის უნივერსიტეტში“, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“ გაიმართა.
კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. მომხსენებლებსა და დამსწრეებს სიტყვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე.
კონფერენციაზე განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებით დაინტერესებულმა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მოხსენებები წარმოადგინეს.
მოხსენების თემატიკა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
- ხელოვნური ინტელექტი კვლევებში
- ეთიკის საკითხები და სხვა
პლენარულ სესიაზე განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ მოდერატორებთან ერთად შეაჯამა კონფერენციის ძირითადი მიგნებები. კონფერენციის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა მონაწილესა და მომხსენებელს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი