GE

„ფეპა და კოკო, ამბები სხვენიდან“ – საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო ვიდეოები ადრეული ასაკის ბავშვებისთვის

განათლების კოალიციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა პროექტის “ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის” ფარგლებში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის 10 საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო ვიდეო შექმნეს.

ვიდეოები, „ფეპა და კოკო, ამბები სხვენიდან“ განკუთვნილია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, ის საინტერესო როგორც 2 წლის პატარებისთვის, ასევე 5-6 წლის ბავშვებისთვის. ვიდეოების მომზადებისას მთავარი მიზანი იყო ეს რესურსი ყოფილიყო, როგორც საინტერესო და სახალისო, ამავდროულად, მიეღოთ პატარებს ახალ ინფორმაცია და შეეძინათ სხვადასხვა სოციალური უნარები. ვიდეოების თემატიკა კი შეირჩა იმ აქტუალური თემების/მიმართულებების მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ ასაკში.

ფეპა და კოკო, ამბები სხვენიდან – ყველა სერია იხილეთ ბმულზე

ინიციატივა ხორციელდება პროექტის “ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტით და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური