GE

ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების ცენტრს ავტორიზაციის ვადა გაუვიდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 30 აგვისტოს ავტორიზაციის ვადა გაუვიდა ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების ცენტრს.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 30 აგვისტოდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა, მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური