ფრაზა გამოცდებიდან: „ამ ტუალეტში შესვლას პამპერსის ჩაცმა ჯობია“
ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს. დღეს მეორე დღეა, რაც აბიტურიეტები გამოცდას ზოგადი უნარებში აბარებენ.
აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებთან, ტრადიციულად, გულშემატკივრები ელოდებიან, რომლებიც საგამოცდო ცენტრებთან განთავსებული გადასატანი ტუალეტების ანტისანიტარიასა და მოუხერხებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადამიანს ძალიან თუ არ უჭირს, იქ არ უნდა შევიდეს. „ძალიან მაღალია დასაჯდომი, რაც ქალებისთვის სრულიად არაჰიგიენურია. ამიტომ ვერ ავდივართ, შეიძლება, ჩამოვვარდეთ კიდეც იქიდან. ვერ ვისარგებლეთ. ასე რომ გინდა ყოფილა ეგ ტუალეტი, გინდა-არა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტის მშობელმა.
„ძალიან რომ არ უჭირდეს ადამიანს, იქ არ შევიდოდა. იქ შესვლას პამპერსი რომ ჩამეცვა და წამოვსულიყავი, ის ჯობდა. თან იმხელა დასაჯდომებია! ლექსის სათქმელად უნდა ავიდეთ ზედ, თუ რად უნდათ ამხელა დასაჯდომი? “, – აღნიშნა მშობელმა.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ
by ARIS.GE-განათლება
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს



