„გამარჯობა რუბი“ – 2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო შემოვა
სექტემბრიდან დაწყებით კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ახალი სახელმძღვანელო შემოდის. სიახლე პირველ ეტაპზე 50 საპილოტე სკოლას შეეხება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული მორიგი პრეზენტაციისას განაცხადა, სადაც სკოლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, შვედური სახელმძღვანელოების სერიის „გამარჯობა რუბი“ პირველი და მეორე ნაწილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში, ქართულ ენაზე დაიბეჭდება და ქართველი მოსწავლეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ნიუ-იორკის სკოლებში მე–5 კლასამდე.
„ჩვენ ვგეგმავთ სექტემბრიდან უკვე შევიტანოთ ეს სახელმძღვანელო საპილოტე სკოლებში, გადამზადებული პედაგოგებთან ერთად. ტექნოლოგოების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
როგორ აჯამებს მთავრობა ზოგად და უმაღლეს განათლებაში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას – მოხსენება
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დახარჯა განათლების სამინისტრომ 2025 წლის ბიუჯეტი – ათვისება 96.6%-ია
by ARIS.GE-განათლება
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება