გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თხოვნა 2019 წლის აბიტურიენტებისადმი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს მოუწოდებს ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათები, რომ გამოცდაზე დაგვიანების რისკები გამოირიცხოს.
„აბიტურიენტებს ვთხოვ ძალიან დაკვირვებით წაიკითხონ საგამოცდო ბარათზე რომელია მათი საგამოცდო ცენტრი, არ არის გამორიცხული, აბიტურიენტი ცხოვრობდეს ისეთ ადგილას სადაც იქვეა საგამოცდო ცენტრი, მაგრამ შეიძლება ბარათში სხვა ცენტრი იყოს მითითებული. ძალიან დაკვირვებით გადაამოწმონ, წინა დღითაც მივიდნენ და ნახონ სადაა მათი საგამოცდო ცენტრები რომ არ დააგვიანონ. დაგვიანება არის ძალიან პრობლემატური, რადგან ვიცით, რომ როცა ერთი წუთიც აგვიანდება აბიტურიენტს, როცა იხურება კარი, ჩვენ იქ სამწუხაროდ ვეღარავის ვუშვებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება – განრიგი
„ნაეკის“ ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნებში წინა წლების მსგავსად ისტორია და გეოგრაფია ლიდერობს, ცვლილება კი გრანტის მიღების წესს ეხება.
“არჩევით საგნებში ისე როგორც წინა წლებში, ლიდერობს ისტორია და გეოგრაფია. საგნებში არის მცირეოდენი ცვლილებები, რაც ეტაპობრივად ეცნობებათ აბიტურიენტებს ცნობარის საშუალებით. წელს გვაქვს სიახლე, რაც ეხება გრანტის გაცემის წესს. მოგეხსენებათ, რომ წინა წლებში, თუ აბიტურიენტი აირჩევდა ერთზე მეტ არჩევით საგანს და ვერ გამოცხადდებოდა გამოცდაზე, ან ვერ დააგროვებდა შესაბამის ქულას, ის მთლიანად კარგავდა გრანტის მიღების შანსს, წელს ასე არ იქნება“, – დასძენს სოფო გორგოძე.
მისივე თქმით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა 20 ივნისიდან მიეცემათ. დოკუმენტზე დატანილი იქნება გამოცდის დრო, დღე და საგამოცდო ცენტრის მისამართი.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. აქამდე არსებულ ცენტრებს წელს ხულოსა და ბათუმის ცენტრები დაემატა.
ამავე თემაზე:
2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი
2019 წლის ზაფხულის მასწავლებელთა გამოცდების განრიგი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება