GE

გამოცხადდა სამეცნიერო კონკურსები მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი მეცნიერების როლის, მისი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს აცხადებს.

გამოცხადებულ კონკურსთაგან ერთ-ერთი, სახელწოდებით „ლეონარდო და ვინჩი“, მოსწავლე გამომგონებლებსა და მკვლევარებისთვისაა და მისი მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. პროექტების წარდგენა აღნიშნულ კონკურსში 8 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

დეტალური ინფორმაცია სხვა გამოცხადებული კონკურსების შესახებ იხილეთ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური