გამოქვეყნდა აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ოსურის გამოცდის შედეგები, როგორ გავიგოთ ქულა – გამოცდები 2025
დღეს 1-ელ აგვისტოს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. გამოქვეყნდა აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების და ოსური ენის პირველადი შედეგები. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
იხილეთ შედეგები
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი. უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა – 14 ქულაზე მეტი.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდებს, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი.
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი:
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ასევე იხილე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება