„გამოწვევაა სასკოლო კურიკულუმებში ასაკის შესაბამისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხების ინტეგრირება“
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევათა შემცირებისა და აღმოფხვრისთვის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ეფექტიანი საგანმანათლებლო ღონისძიებების არსებობა.
თუმცა, როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს სწავლა-სწავლებაზე პასუხისმგებელ პირთა რესურსი, რომელთა შორის არიან მასწავლებლებიც.
„მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ბავშვობის ასაკში ქორწინება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 2023 წლისთვის ზოგადი განათლების სისტემის გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებსა და სასკოლო თემის ცნობიერების ტრანსფორმაციასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასაკის შესაბამისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხების ინტეგრირება სასკოლო კურიკულუმებში, რომელიც ასევე მორგებული იქნება სხვადასხვა დარღვევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე.
„რამდენადაც კურიკულუმების და მეთოდოლოგიური რესურსების მომზადება ხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დონორების, პარტნიორების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით, გამოწვევას წარმოადგენს დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ის ადამიანური რესურსი – მასწავლებლები, სკოლის ექიმები, ფსიქოლოგები და სხვა, რომელმაც უნდა განახორციელოს სწავლა-სწავლება, ასევე მშობლები და სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლები როგორც ქართულენოვან, ასევე არაქართულენოვან სექტორებზე“, – წერია საპარლამენტო საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიში.
ამავე თემაზე:
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება