გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ხელმოწერით, საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მისი ერთი ნაწილი განათლების სფეროს ეხება.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასიტყვაობაში.
მისივე თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.
იხილეთ: „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“
საქართველოს მთავრობის მიზნები და ამოცანები განათლებაში:
- მიზანი 6: ინდივიდზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას იძლევა;
- ამოცანა 6.1: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა დაწესებულების მიერ მაღალი ხარისხის, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა;
- ამოცანა 6.2: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები;
- ამოცანა 6.3: პროფესიული განათლების სერვისების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ;
- ამოცანა 6.4: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია;
- ამოცანა 6.5: უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარება შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამისად;
- ამოცანა 6.6: ციფრული განათლების განვითარება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული სასწავლო პროგრამებით;
- ამოცანა 6.7: განათლების ყველა საფეხურის ეფექტიანი მართვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება